ანა ნაცვლიშვილი - ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს საქმე უკან არ მიჰყვება და საქართველოს ხელისუფლება რეფორმებისთვის მზად არ არის - Palitra News

ანა ნაცვლიშვილი - ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს საქმე უკან არ მიჰყვება და საქართველოს ხელისუფლება რეფორმებისთვის მზად არ არის

2022-06-13 18:16:50+04:00

ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს საქმე უკან არ მიჰყვება და საქართველოს ხელისუფლება რეფორმებისთვის მზად არ არის. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით კი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი „პირდაპირ არგუმენტებს ქმნიან” იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ.