მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში, შესაძლოა, გერმანელი ექიმი ჩაერთოს - Palitra News

მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში, შესაძლოა, გერმანელი ექიმი ჩაერთოს

2022-06-13 16:57:03+04:00

მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში, შესაძლოა, გერმანელი ექიმი ჩაერთოს. როგორც ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი განმარტავს, გერმანელი ექიმი ექსპერტიზაში დისტანციურად ჩაერთვება. რაც შეეხება ყოფილი პეზიდენტის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას, მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, ამ მხრივ შვიდი თვის განმავლობაში არანაირი პროგრესი არ ყოფილა.ექსპერტის შეფასებას ეთანხმება ექს პრეზიდენტის უფლებადამცველიც.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, სააკაშვილი სრულფასოვან მკურნალობასა და კვებას ამ დრომდე ვერ იღებს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივამედში ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემაც მოინახულა.

როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, შეხვედრის დროს საუბარი არ ყოფილა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან მისივე თქმით, ერთადერთი საკითხი, რაც ახლა სააკაშვილის ადარდებს, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციაა.