კახა კალაძე - დამოკიდებულება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია - Palitra News

კახა კალაძე - დამოკიდებულება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია

2022-06-13 14:37:08+04:00

ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე იმას ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესება შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, რომ ტყუილად ცდილობენ ამას და არავის არაფერი გამოუვა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს მისი პოლიტიკაში შემოსვლა და „ნაციონალური მოძრაობის „მოცილება“ იყო.