შავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტების 6 რუსული გადამზიდი იმყოფება - Palitra News

შავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტების 6 რუსული გადამზიდი იმყოფება

2022-06-13 12:14:08+04:00

შავ ზღვაში „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების 6 რუსული გადამზიდი იმყოფება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსი აგრესორები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო გადაზიდვებს ბლოკავენ.

„შავ ზღვაში სარაკეტო იარაღის გამოსაყენებლად მზადყოფნაშია „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების 6 გადამზიდი“, - აცხადებენ გენშტაბში.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების მიერ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ 108 დღის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული მხოლოდ ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა 2 595-ია.