ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა - Palitra News

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

2022-06-13 10:01:34+04:00

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ინვესტიციამ 4 000 000 ლარი შეადგინა.

დაცული ტერიტორია მდიდარია მრავალფეროვანი ეკოსისტემებით, როგორიცაა: სუბ-ალპური ტყეები, ალპური მდელოები, კლდოვანი მთები, შთამბეჭდავი ხეობები და ტბები.

ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ; გარდა ამისა, ადმინისტრაციას ექნება შესაძლებლობა მოახდინოს მოგზაურების მოთხოვნების იდენტიფიცირება და ეკოტურისტული პროდუქტების სწორად დაგეგმვა/განვითარებაში.