სასწაული ბრძოლა - UFC-ის პირველი ჩეხი ჩემპიონი ჰყავს - Palitra News

სასწაული ბრძოლა - UFC-ის პირველი ჩეხი ჩემპიონი ჰყავს

2022-06-13 09:51:30+04:00

UFC-ის ქვე-მძიმე წონითი კატეგორიის სატიტულო ბრძოლაში, ერთამენთს 42 წლის ბრაზილიელი, გლოვერ ტეიშეირა და ორგანიზაციის ახალწვეული - ირჟი პროჰასკა დაუპირისპირდნენ. გლოვერმა ბრძოლაში უპირატესობის მოპოვება, როგორც პარტერში, ასევე დგომში შეძლო, რაც ბოლო რაუნდებში განსაკუთრებით იგრძნობოდა.

ბრაზილიელმა, მეოთხე რაუნდში პროჰასკას დამარცხება, ჩვეული მახრჩობელა ილეთით სცადა, თუმცა ჩეხმა გაუძლო და ბრძოლის გაგრძელება მოახერხა. ტეიშეირა, ჩხუბს მეხუთე რაუნდშიც დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ მოულოდნელად პროჰასკამ სასწაული შეძლო და კისრის მოგუდვით, მახრჩობელა ილეთების ოსტატ ვეტერანს, კარიერაში პირველი "საბმიშენით" მარცხი აწვნია.