რუსული ძალები ბახმუტს ბომბავენ - ომს კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - Palitra News

რუსული ძალები ბახმუტს ბომბავენ - ომს კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

2022-06-13 09:13:46+04:00

უკრაინაში ომის 110-ე დღეა. ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტზე ავიაიერიში მიიტანეს. ქალაქის თავზე შავი კვამლი ამ წუთებშიც მოჩანს.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. მძმეა სიტუაცია ლისიჩანსკში სადაც, რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა.

ოკუპანტებმა სევეროდონეცკში ორი ხიდი დაანგრიეს, ხოლო სუმის ოლქზე ყუმბარმტყორცნებით შეტევა განახორციელეს. უკრაინის არმია, მძიმე ბრძოლის მიუხედავად, ქალაქ სევეროდონეცკში პოზიციებს ინარჩუნებს.