სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტი აქციები გრძელდება - სტუდენტები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ - Palitra News

სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტი აქციები გრძელდება - სტუდენტები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

2022-06-13 09:10:14+04:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადაიზარდა. მეხუთე დღეა სტუდენტები რექტორის კაბინეტში იმყოფებიან. ისინი ამჯერად განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მოთხოვნა უცვლელია - რექტორის გადადგომა, ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარება ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატება.

განსხავვებულად ფიქრობს სტუდენტების მეორე ნაწილი. ისინი პროტესტის აღნიშნულ ფორმას არ ეთანხმებიან და ძალადობას საჯაროდ გმობენ. სტუდენტების ეს ნაწილი განათლების მინისტრთან შეხვედრის ჩანიშვნას დღის პირველ ნახევარში ელოდება.