უკრაინის მშპ 1 კვარტალში 15.1%-ით შემცირდა - Palitra News

უკრაინის მშპ 1 კვარტალში 15.1%-ით შემცირდა

2022-06-13 08:08:25+04:00

2022 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი 15,1%-ით შემცირდა, მაშინ როცა 2021 წლის მეოთხე კვარტალში 6,1%-იანი მატება ჰქონდათ. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

სახელმწიფო უწყება აზუსტებს, რომ წინა კვარტალთან შედარებით სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით მშპ შემცირებულია 19,3%-ით.

პირველ კვარტლში შემცირება 16%-ით დაფიქსირდა. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკა 2021 წელს 3,4%-ით გაიზარდა, მაშინ როცა 2020 წელს 3,8%-იანი კლება ჰქონდათ. მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკის 45,1%-იან კლებას პროგნოზირებს, ხოლო ურკაინის ხელისუფლება 44%-იანს.