რას ვყიდით და ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - Palitra News

რას ვყიდით და ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

2022-06-13 08:06:08+04:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 8,067 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 4,994 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს. 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 55,791 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, წინა წლის 4 თვეში კი - 30,736 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

მიმდინარე წლის 4 თვეში იმპორტირებული პროდუქტებიდან პირველ ადგილზე 25,444 მლნ აშშ დოლარით სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით გავიდა, მას მოსდევს სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 3,765 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მე-3 ადგილზე კი გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 2,580 მლნ აშშ დოლარით გავიდა.

რაც შეეხება ექსპორტს, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილები იყო, კერძოდ - 3,561 მლნ აშშ დოლარით. მე-2 ადგილზეა ნაქსოვი ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები - 2,1 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილზე კი საგოზავები მინისა და საბაღე - 536.7 ათასი აშშ დოლარით გავიდა.