რუსულმა ძალებმა დასავლეთ უკრაინაში სარაკეტო იერიში მიიტანეს - ქალაქ ჩორტკივში დაშავდა 22 ადამიანი - Palitra News

რუსულმა ძალებმა დასავლეთ უკრაინაში სარაკეტო იერიში მიიტანეს - ქალაქ ჩორტკივში დაშავდა 22 ადამიანი

2022-06-12 15:16:58+04:00

რუსულმა ძალებმა დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპილის რეგიონზე, ფრთოსანი რაკეტებით ამერიკული და ევროპული იარაღის დიდი საწყობის განადგურების მიზნით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას „ინტერფაქსი” ავრცელებს.

ტერნოპოლის ოლქის გუბერნატორის თქმით, ქალაქ ჩორტკივზე შავი ზღვიდან განხორციელებულმა სარაკეტო თავდასხმამ სამხედრო ობიექტი ნაწილობრივ გაანადგურა. დაშავდა 22 ადამიანი. ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, იქ იარაღი არ ინახებოდა.

შეგახსენებთ, უკრაინის იარაღით მომარაგების გამო, რუსეთმა არაერთხელ გააკრიტიკა შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები.

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთი ახალ სამიზნეებზე იერიშს მიიტანს თუ დასავლეთი უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს მიაწვდის.

ცნობისთვის, ოფიციალურმა კიევმა ბოლო დღეების განმავლობაში, დასავლეთის ქვეყნებისადმი განაახლა თხოვნა, დააჩქარონ მძიმე იარაღის მიწოდება, რადგან რუსული ძალები არტილერიით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს უტევენ.