არასამთავრობო სექტორი „ქართული ოცნების“ ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობას კრიტიკულად აფასებს - Palitra News

არასამთავრობო სექტორი „ქართული ოცნების“ ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობას კრიტიკულად აფასებს

2022-06-12 15:14:19+04:00

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია. განცხადებაში ვკითხულობთ რომ არასამთავრობო სექტორი აფასებს ევროპული პარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის საპასუხოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებას, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, თუ მას უსამართლო პირობებით მიიღებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო და სახიფათო განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს.ხელმომწერი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ: საპარლამენტო რეზოლუციის გზით დაუყოვნებლივ დაადასტუროს მზაობა, განუხრელად დაიცვას ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფება და განაცხადოს კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გადადგას.