ადვოკატთა ნაწილი „ადვოკატთა ასოციაციის გაუქმებას ითხოვს“ - Palitra News

ადვოკატთა ნაწილი „ადვოკატთა ასოციაციის გაუქმებას ითხოვს“

2022-06-12 13:00:37+04:00

ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა, მედია ცენტრ მთავარში, გამართულ ბრიფინგზე აცხადებს რომ ადვოკატთა ასოციაცია მონოპოლოზირებულია , მისი წევრობა კი სავალდებულოა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მას სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, სადაც ადვოკატთა ასოციაციის იძულებითი წევრობის გაუქმებას ითხოვს.

მისივე თქმით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროცესი დაიწყება, რადგან ადვოკატებს ექნებათ შესაძლებლობა რამდენიმე ასოციაცია შეიქმნას. უფლებადამცველთა ნაწილი მედიაჰოლდინგ მთავარში მიმართავს შესაბამის ინსტიტუციებს და საკუთარი ადვოკატთა ასოციაციის შექმნის უფლებას ითხოვს.