გიორგი ვაშაძე, ქართველ ხალხს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ დაიჯერონ "ქართული ოცნების" ნარატივი, თითქოს ევროპასა და ამერიკას საქართველოში ომი უნდა - Palitra News

გიორგი ვაშაძე, ქართველ ხალხს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ დაიჯერონ "ქართული ოცნების" ნარატივი, თითქოს ევროპასა და ამერიკას საქართველოში ომი უნდა

2022-06-11 17:52:27+04:00

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, ქართველ ხალხს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ დაიჯერონ "ქართული ოცნების" ნარატივი, თითქოს ევროპასა და ამერიკას საქართველოში ომი უნდა. ვაშაძე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე სასაუბროდ "სტრატეგია აღმაშენებელისა" და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის რეგიონულ ტურნეს აანონსებს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე აცხადებს, ახლა მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ "ქართული ოცნება" და ქართველი ხალხი ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში ერთმანეთისგან გაიმიჯნოს.