რას მეუბნებით, მე ვიტყუები? - პრემიერი ჟურნალისტებს - Palitra News

რას მეუბნებით, მე ვიტყუები? - პრემიერი ჟურნალისტებს

2022-06-11 13:23:03+04:00

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ყველა მიმართვაზე, ოფიციალური ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებით მას ხელი აქვს მოწერილი და არცერთი განაცხადი დაუკმაყოფილებელი არ დაუტოვებია.ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ბრიუსელიდან სურდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა მთავრობისგან კიდევ ერთი უარი მიიღო.ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა“.