გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ სერბეთის პრეზიდენტს სთხოვა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს - Palitra News

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ სერბეთის პრეზიდენტს სთხოვა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს

2022-06-11 12:39:11+04:00

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მან სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს სთხოვა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს. პრესკონფერენციაზე საუბრისას შოლცმა აღნიშნა, რომ თუკი სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, სანქციებთან შეერთება მნიშვნელოვანია. აღნიშნულის საპასუხოდ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ სერბეთსა და რუსეთს ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც მრავალი წლით თარიღდება.