კახეთის რეგიონში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს - Palitra News

კახეთის რეგიონში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

2022-06-11 12:29:24+04:00

კახეთის რეგიონში, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 80-მდე კომბაინთან ერთად, მოსავლის აღების პროცესში კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც ჩაერთვება. მოსავლის აღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.