ოთარ შამუგია - რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც მოსახლეობისთვის პურის გაძვირებას არ გამოიწვევს - Palitra News

ოთარ შამუგია - რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც მოსახლეობისთვის პურის გაძვირებას არ გამოიწვევს

2022-06-10 14:12:59+04:00

ქვეყანაში პურის გაძვირების საფრთხე თავიდან რომ იყოს აცილებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს რომ ამისთვის ყველაფერი კეთდება. მისივე თქმით, ქვეყანაში ხორბლის შემოტანა და წისქვილკომბინატების მუშაობა პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ხორბლის კარგი მოსავალი იქნება.