ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა მკაცრდება - Palitra News

ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა მკაცრდება

2022-06-10 13:46:58+04:00

ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა გამკაცრდება. ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა. პროექტი დამუშავების პროცესშია. პარლამენტში მისი ინიცირება რამდენიმე კვირაში იგეგმება, განხილვა კი, შემოდგომაზე დაიწყება.

უცვლელი რჩება პირველადი ჯარიმა, სიახლე კი, განმეორებითობის შემოღებაა. კანონპროექტის თანახმად, ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში, თუ აღნიშნული კანონდარღვევა ისევ დაფიქსირდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 150 ლარით განისაზღვრება, იურიდიული პირი კი 300 ლარით დაჯარიმდება. მეორედ ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში, კანონდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

ხოლო თუ მესამედ დაჯარიმდებით და ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება ისევ არ შესრულდება, 300 და 500 ლარიანი ჯარიმა გასამმაგდება.