სპინალურ კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა პაციენტი ძვირადღირებულ პრეპარატს უსასყიდლოდ იღებს - Palitra News

სპინალურ კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა პაციენტი ძვირადღირებულ პრეპარატს უსასყიდლოდ იღებს

2022-06-10 13:14:00+04:00

მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, სახელმწიფომ პროექტი დაიწყო - სპინალურ - კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა პაციენტი ძვირადღირებულ სამკურნალო პრეპარატს სრულიად უსასყიდლოდ იღებს.

ბენეფიციარების უმეტესობისთვის, დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. "იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტისთვის მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა.

სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.