ბრიტანეთის მთავრობა დონეცკის ე.წ. სასამართლოს მიერ სამი მებრძოლის სიკვდილით დასჯის განაჩენზე - ომის ტყვეებს პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ - Palitra News

ბრიტანეთის მთავრობა დონეცკის ე.წ. სასამართლოს მიერ სამი მებრძოლის სიკვდილით დასჯის განაჩენზე - ომის ტყვეებს პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ

2022-06-10 12:19:51+04:00

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა შეშფოთებულია ბრიტანელების მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გამო. მთავრობის პრესპიკერის განცხადებიტ ომის ტყვეებს პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ. მანამდე, ფაქტს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ეს არის ყალბი განაჩენი, რომელიც აბსოლუტურად არალეგიტიმურია.