ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა "London Wine Fair 2022"-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა - Palitra News

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა "London Wine Fair 2022"-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა

2022-06-10 11:09:48+04:00

ლონდონის საგამოფენო ცენტრში "Olympia London" ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა "London Wine Fair 2022" გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.

London Wine Fair ტარდება 1981 წლიდან და ღვინის სფეროში მიჩნეულია წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებად.

მიმდინარე წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე მონაწილეს, აღნიშნულ გამოფენაზე 3 ათასზე მეტი სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლიანი სასმელი ჰქონდა წარმოდგენილი.