ძიუდო | ონისე სანებლიძის გდება თბილისის გრანდ სლემის TOP 5 იპონში მოხვდა - Palitra News

ძიუდო | ონისე სანებლიძის გდება თბილისის გრანდ სლემის TOP 5 იპონში მოხვდა

2022-06-10 10:29:55+04:00

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრის ონისე სანებლიძის გდება თბილისის გრანდ სლემის ხუთ საუკეთესო იპონს შორის მოხვდა.ს ანებლიძე გასულ ტურნირზე შეუჩერებელი იყო, ფინალში კი თანამემამულე გიორგი ბერიაშვილი ზურგზე ულამაზესი ილეთით დასცა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ონისეს სწორედ ეს იპონი გამოარჩია.

თბილისის გრანდსლემი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან შედეგიანი გამოდგა.

ქართველმა ძიუდოისტებმა 14 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო