ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა - Palitra News

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა

2022-06-10 10:29:19+04:00

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, შტუტგარტის ტურნირის მეორე წრეში ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან დამარცხდა. პირველი სეტი თანაბრად წარიმართა, ბრეიკ პოინტი ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა, თუმცა ბასილაშვილმა ავსტრალიელ ჩოგბურთელს ტაიბრეიკზე აჯობა. სამწუხაროდ, ქართველმა მეორე სეტის პირველი გეიმი საკუთარ მოწოდებაზე დათმო, მას შემდეგ კი ბრძოლა არცერთ გეიმში აღარ ყოფილა და სეტი კირგიოსმა მშვიდად, 6-4 მოიგო.

მესამე სეტის პირველი 3-3 გეიმი ჩოგბურთელებმა საკუთარ მოწოდებაზე მშვიდად მოიგეს, მეშვიდე გეიმში ნიკამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და გეიმი დათმო. მე-9 გეიმში კი ბასილაშვილმა კვლავ შეცდომები დაუშვა და გადამწყვეტი სეტი 3:6 წააგო. ქართველმა შტუტგარტის ტურნირზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა და ქულები დაიცვა. ფ

ულადი პრიზის სახით კი ის 12 150 ევროს მიიღებს.