"ჰამბურგი" გიორგი ჩაკვეტაძეს დაემშვიდობა - Palitra News

"ჰამბურგი" გიორგი ჩაკვეტაძეს დაემშვიდობა

2022-06-10 10:28:04+04:00

„მადლობა ყველაფრისთვის გიორგი“. ჰამბურგის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი გიორგი ჩაკვეტაძეს ქართულ ენაზე ემშვიდობება. გერმანულმა კლუბმა ახლგაზრდა ქართველი შემტევი ბელგიური გენტიდან არ გამოისყიდა და მას წარმატებები უსურვა.

გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგში იჯარით იანვარში გადავიდა. მან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

22 წლის ქართველ ფეხბურთელს გენტთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა გიორგიმ ერთი კვირის წინ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს დინამო თბილისთან აწარმოებს, ასე რომ, შესაძლოა ჩაკვეტაძე მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს.