უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამი უცხოელი, რომელსაც დონეცკში ე.წ. სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან - Palitra News

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამი უცხოელი, რომელსაც დონეცკში ე.წ. სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან

2022-06-10 09:31:01+04:00

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამი უცხოელი, რომელსაც დონეცკში ე.წ-მა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან.

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები - ეიდენ ასლინი და შონ პინერი, ისევე როგორც მაროკოს მოქალაქე საუდუნ ბრაჰიმი სამხედრო ტყვეების უფლებებით უნდა სარგებლობდნენ.

საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რათა უკრაინის ყველა დამცველი გაათავისუფლოს.