ძალიან მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული - სააკაშვილი - Palitra News

ძალიან მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული - სააკაშვილი

2022-06-10 09:16:20+04:00

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, შეფასების გარეშე არ დარჩენია, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს. ექს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს რომ ისტორიული და ძალიან მტკივნეულია, საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ქვეყანაში ქართველი ხალხი საკუთარი ხელით და დასავლეთის დახმარებით ყველაფერს შეცვლის.