მთავრობა სატრანზიტო ტრაილერისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელს აძვირებს - Palitra News

მთავრობა სატრანზიტო ტრაილერისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელს აძვირებს

2022-06-10 07:57:41+04:00

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის საზღვარზე გამავალი ათასობით სატრანზიტო ტრაილერისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი გააძვირა.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თუ აქამდე თითოეული ტრაილერი ამ მოსაკრებლისთვის 200 ლარს იხდიდა, 2022 წლის 20 ივნისიდან გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარი ეღირება.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ბოლო წლებში სატრანზიტო გზების მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯა, მოქმედი მოსაკრებელი კი 2010 წელს იყო დადგენილი.

ცნობისთვის, გზათსარგებლობის საფასური არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის.