საქართველოს ტოპ-9 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა - Palitra News

საქართველოს ტოპ-9 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა

2022-06-10 07:57:07+04:00

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის 1-ელ კვარტალში 568.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 435.7 მლნ აშშ დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება 2021 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებს.

2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერობს ესპანეთი - 196.1 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 87.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე თურქეთი - 67.1 მლნ აშშ დოლარით.

ტოპ-9 ინვესტორ ქვეყანას შორის ხვდება ასევე: ჩინეთი, ნიდერლანდები, აშშ, მარშალის კუნძულები, მალტა და გერმანია.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორია, სადაც 81.3 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.