ლევან ბოძაშვილი - კანდიდატის სტატუსს ევროკავშირი მოაყოლებს გარკვეულ პირობებს, ეს პირობები გაცილებით ნაკლები იქნება უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ ბევრი იქნება საქართველოსთან დაკავშირებით - Palitra News

ლევან ბოძაშვილი - კანდიდატის სტატუსს ევროკავშირი მოაყოლებს გარკვეულ პირობებს, ეს პირობები გაცილებით ნაკლები იქნება უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ ბევრი იქნება საქართველოსთან დაკავშირებით

2022-06-09 15:51:49+04:00

ჩვენ ველოდებით მხოლოდ გადაწყვეტილების გაფორმებას, იქნება დაპირება, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს გარკვეული პირობების შესრულების ხარჯზე, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ევროკავშირში კარგად აცნობიერებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გაცილებით მაღალი პოლიტიკური თუ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, ვიდრე ხელისუფლება-ოპოზიციის დავა, ან ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები.