ჩვენს ურთიერთობებს ამყარებს მთელი რიგი მასშტაბური და წარმატებული რეფორმები - საქართველოს რეფორმებმა და მიღწევებმა კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების და ა.შ. კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დადებითი შეფასება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას უგზავნის.
პარლამენტის თავმჯდომარე მიმართვაში ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ აღნიშნული მიღწევები რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე ხორციელდებოდა.