ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთი სურსათის მარაგს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ ფარულ რაკეტებად იყენებს და ადამიანებს სიღარიბეში ყოფნას აიძულებს. „ბატონო რუსეთის ფედერაციის ელჩო, მოდი, გულწრფელები ვიყოთ, კრემლი იყენებს სურსათის მარაგს, როგორც ფარულ რაკეტას განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ,“- მიმართა მიშელმა გაეროში რუსეთის ელჩს, ვასილი ნებენზიას ნიუ-იორკში გამართულ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე.
მისი თქმით, სურსათთან დაკავშირებით შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება. მიშელმა რუსეთი ასევე დაადანაშაულა მარცვლეულის ქურდობაში და უკრაინაში მოსავლის დათესვისა და მოსავლის აღების პროცესისთვის ხელის შეშლაში.
შარლ მიშელის კომენტარებმა რუსეთის ელჩის აღშფოთება გამოიწვია, მან მიშელი რუსეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და შეხვედრა დატოვა.