საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. გიორგი ასანიძის ხელმძვანელობით ძალოსნებმა ევროპის საიუბულეო , მე-100 ჩემპიონატზე 16 მედალი მოიპოვეს და გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს.
ასპარეზობა 3 ოქროს მედლით დაასრულა ლაშა ტალახაძემ, რომელსაც ალბანეთში კონტინენტის საუკეთესო ძალოსნის თასიც გადაეცა. 3 მედალი მოიპოვა შოთა მიშველიძემაც, საიდანაც 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოსია. ასევე სამი მედლის მოპოვება შეძლო კახი ასანიძემაც. ძალოსნის ანგარიშზე 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. 3 მედალს დაეუფლა გიორგი ჩხეიძეც, ძალოსანმა სამივე მედალი ვერცხლის აიღო.ვერცხლის მედალს დაეუფლა გოდერძი ბერდელიძე, რეზი დავითაძემ კი ორჭიდის ბრინჯაო მოიპოვა. 2 ბრინჯაოს მედალი კი ანასტასია გოტფრიდის ანგარიშზეა.
გარდა ამისა შეჯიბრის პირველსავე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე. ძალოსნობაში შეტანილი წვლილისათვის სპორტული ღირსების ვერცხლის ვარსკვლავით დაჯილდოვდა.