ზღვისპირელებმა "დინამო არენაზე" გამართულ ფინალში ბოლნისის "ყოჩებს" 23:14 სძლიეს და ჯილდო მეოთხედ მოიპოვეს.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 28-ე წუთისთვის „ბათუმი“ 10:3 იგებდა. ლელო ცხრა ნომერმა კობა ბუჯიაშვილმა გაიტანა. პირველი ტაიმის დასკვნით 12 წუთში უკვე უპირატესობა „ყოჩების“ მხარეს გადავიდა. ლაშა მალაღურაძემ დროის ამ მონაკვეთში ერთი საჯარიმო მიითვალა და სხვაობა ოთხამდე შეამცირა - 6:10.
შესვენების შემდეგ უფრო აქტიური „ყოჩები“ იყო და მალაღურაძემ სხვაობა საჯარიმოთი მინიმუმამდე მიიყვანა - 9:10. 47-ე წუთზე კი თავი ბათუმის კაპიტანმა ბექა ურჯუკაშვილმა გამოიჩინა. მან ხაზი გაჭრა და ლელომდე 30 მეტრი ირბინა - 15:9. მალე ნიკა ნინიძემ საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა თავისიანები - 18:9.
დასკვნითი 20 წუთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. „ყოჩებმა“ მეტოქის ლეოსთან 15-წუთიანი შტურმი მოაწყევს და 71-ე წუთზე ლელოს გატანაც მოახერხეს. ყველაზე უკეთ მეტოქის ლელოსთან წარმოქმნილ რაკში ლაშა ფოფხაძე გაისარჯა და ბურთი ჩათვლის მოედანში გადადო. მალაღურაძემ ვერ გარდასახა - 14:18.
მატჩის დასასრულამდე დარჩენლი 9 წუთი საკმარისი იყო მატჩის გადასარჩენად, მაგრამ „ყოჩებმა“ ეს ვერ შეძლო. სამაგიეროდ, მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე „ბათუმის“ მესამეხაზელმა გუგა შენგელიამ მეტოქის შეცდომით ისარგებლდა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობის მომტანი ლელო გაიტანა - 23:14.
მატჩის საუკეთესო მორაგბე ბათუმის კაპიტანი ბექა ურჯუკაშვილი გახდა.