დღეს პროფკავშირებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მორიგი აქცია გაიმართება.
აქცია 12:00 საათზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობასთან დაიწყება.
ექიმებისა და მძღოლების ერთადერთი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების ზრდაა.