დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება. თავისუფალი ტრიბუნა “ლელომ“ მოითხოვა.
თავისუფალი ტრიბუნა სპეციალური საპარლამენტო ფორმატია, როცა ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვს, სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს. პარლამენტი კი ვალდებულია მას დაუყოვნებლივ მოუსმინოს.
თავისუფალ ტრიბუნამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება. ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებს განიხილავენ.