დღეს პარლამენტში ე.წ. თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება - Palitra News

დღეს პარლამენტში ე.წ. თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება

2022-06-07 11:10:59+04:00

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება. თავისუფალი ტრიბუნა “ლელომ“ მოითხოვა.

თავისუფალი ტრიბუნა სპეციალური საპარლამენტო ფორმატია, როცა ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვს, სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს. პარლამენტი კი ვალდებულია მას დაუყოვნებლივ მოუსმინოს.

თავისუფალ ტრიბუნამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება. ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებს განიხილავენ.