საქართველოს მთავრობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განმარტებებს ითხოვს. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი განმარტავს, რომ კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს აღმასრულებელ ძალაუფლებასა და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.