რუსეთი სანქციების სიას აფართოებს. კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს მოქალაქეებისთვის სასანქციო სია გააფართოვა და მას კიდევ 61 ადამიანი დაამატა, მათ შორის არიან აშშ-ს ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრები. ამასთან, სასანქციო სიაში შედის ამერიკის ენერგეტიკის მინისტრი, ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი, ფიტჩ გროუფის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორიც. სიის გაფართოებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის 963 მოქალაქის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა.