უკრაინის პირველი პირის ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში შესაძლოა „აზოვსტალის“ ქარხნის 2 500-ზე მეტი მებრძოლი იყოს დაკავებული. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ტყვეების წამება რუსეთის ინტერესებში არ შედის რადგან ზელენსკის თქმით უკრაინელი ჯარისკაცების მდგომარეობას მსოფლიო საზოგადოება აკონტროლებს. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოპერაციის პირველი ეტაპი რომელიც აზოვსტალიდან ჯარისკაცების ცოცხლად გაყვანას ეხებოდა შესრულებულია.