უკრაინაში ომის 104-ე დღეა. რუსული ძალები სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებენ თუმცა. ამ ეტაპზე ქალაქში არსებული ზუსტი ვითარება გაურკვეველი რჩება. ანალიტიკოსების აზრით, ქალაქის კონტროლი ხშირად ხელიდან ხელში გადადის. ათობით უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი, რომლებიც მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის დაცვის დროს დაიღუპნენ, კიევში გადაასვენეს. ცხედრების იდენტიფიცირება ახლა, დნმ-ის მეშვეობით მიმდინარეობს. ალყაში მოქცეული ფოლადის ქარხანა თვეების განმავლობაში რუსული ძალების მიერ მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა.