ვაშლოვანში არწივის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძეც 1 კილომეტრია. ბილიკის მეშვეობით რამდენიმე ჩანჩქერის მონახულებაა შესაძლებელი. არწივის კანიონი ულამაზესი ლანდშაფტებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებს განსაკუთრებულ სანახაობას სთავაზობს.ფასკუნჯი. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან ორბების ბუდეებისა და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვაა შესაძლებელი.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.