კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. „რა არის ევროპა?!“ - თემაზე სემინარს რუსუდან გორგილაძე გაუძღვა. ტრენინგზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ევროპის კავშირის შექმნის ისტორიას. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, თუ რა ეტაპები გაიარა ევროპის კავშირმა გაფართოების პროცესში.
მონაწილეებმა, ევროპაში საქართველოს ადგილისა და როლის შესახებ თემები ინტერაქციულ ფორმატში განიხილეს.