განათლების კომიტეტი მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირე-კონტიგენტიანი სკოლების საჭიროებების შესწავლას მესტიაში ვიზიტით აგრძელებს. მოკვლევის ჯგუფის წევრებმა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს და ადგილობრივი სკოლების მიერ, მუზეუმის რესურსის გამოყენების პრაქტიკას და მოსწავლეებისთვის არსებულ სერვისებს გაეცნენ. ამავე პროცესში დეპუტატები პროფესიულ კოლეჯ "თეთნულდს" ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები ასევე სოფელ ლატალის საჯარო სკოლასა და მესტიის N1 საჯარო სკოლას ეწვივნენ.