მზად არის თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ევროკავშირის საბოლოო პასუხამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიცია ევროინტეგრაციის პროცესზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, თავის მოტყუებაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროკავშრისგან უარის შემთხვევაში სახელისუფლებო გუნდს პასუხისმგებლობის ოპოზიციაზე გადაბარება არ გამოუვა.