პარლამენტი ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 9 ივნისს განიხილავს. ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში საკითხის განხილვა, ხუთშაბათს სავარაუდოდ 12 საათზე მოხდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის დატოვების შესახებ 29 მაისს განაცხადა.