ევროპარლამენტარების ღია წერილი ქართველ ხალხს. ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიმართვაში ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, ქართველი ხალხი იმედგაცრუებული არ უნდა დარჩეს.
თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ როცესის შედეგების პროგნოზირება რთულია. რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, ევროპარლამენტარების თქმით, ქვეყანაში ვითარება ბოლო 2 წლის განმავლობაში გაუარესდა.
ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება ევროკავშირის გზაზე გარკვეულ გავლენას ახდენს.