საფრანგეთი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ბუნებრივი აირის მიწოდებაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მიზანი - რუსული გაზის ჩანაცვლებაა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საემიროები შესაძლოა, პრობლემის მოგვარების გზა გახდეს, დროებით მაინც, რათა რუსულ ნავთობს ალტერნატივა მოეძებნოს. მისივე თქმით, ქვეყანა სხვა ალტერნატივებსაც განიხილავს. ამასთან, საფრანგეთი ასევე აპირებს გაზარდოს ინვესტიციები სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებაში, მაგალითად, ქარის ელექტროსადგურების განლაგების დაჩქარებით.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, სანქციების შედეგად რუსული ნავთობის იმპორტი ევროკავშირში წლის ბოლომდე დაახლოებით 92%-ით შემცირდება. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესება.