რუსეთში მაისში ახალი ავტომობილების გაყიდვები 5-ჯერ არის შემცირებული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გაყიდვების კლებამ 78% შეადგინა. სულ რეალიზებულია 27 458 მსუბუქი ავტომობილი, რაც 2%-ით ნაკლებია აპრილის მონაცემზე.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, კომერციული ავტომობილების გაყიდვები 58%-ით არის შემცირებული წინა წლის მაისთან შედარებით და შეადგინა 8 179 ერთეული.
რაც შეეხება საერთო სურათს, იზრდება ჩინური ავტომობილების წილი, რომლებიც იკავებენ ევროპულ-ამერიკული ბრენდების ადგილს, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს.
რუსი სპეციალისტები ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ 2022 წელს ქვეყანაში ახალი ავტომობილების გაყიდვები საუკეთესო შემთხვევაში შემცირდება ⅔-ით, ხოლო ცუდი სცენარის შემთხვევაში, კლება იქნება სამმაგი.