აფხაზეთში ელექტროენერგიის დღიური მოხმარება 3,3 მლნ კვტ საათით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესიდან“ მიაწოდეს.
კერძოდ, „ჩერნომორენერგოს“ (აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ენერგოკომპანია) მონაცემებით, თუ 2019 წელს აფხაზეთის მთლიანი დღიური მოხმარება დეკემბერ-თებერვალში 8,5 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა, წელს, დაახლოებით, 11,8 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ხოლო მაინინგზე, ბუნებრივი დატვირთვების ზრდის გამოკლებით, თითქმის, 80 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯება.
კითხვაზე, გამომუშავების რა წილი მიეწოდება ოკუპირებულ ტრერიტორიას, „ენგურჰესში“ ამბობენ, რომ მაისის მონაცემებით, აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ი მიეწოდება.
ცნობისათვის, "ენგურჰესის" 3-თვიანი რეაბილიტაცია 2021 წლის 27 აპრილს დასრულდა. 2022 წლის 26 მაისის მონაცემებით, წყალსაცავში წყლის დონე კი, 446.43 მეტრს შეადგენს.